ბაიდენი პუტინის აუდიენცია
16 ივნისი, ჟენევა, ვილა „ლა გრანჟი“ - ადგილი, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება. ოთხ დღეში ჯო ბაიდენი შეეცდება გააგებინოს ვლადიმერ პუტინს, რომ ამერიკა დაბრუნდა. ეს თავად თეთრი სახლის ლიდერის სიტყვებია. მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ გზავნილი ასეთია - ვაშინგტონს მოსკოვთან კონფლიქტი არ სურს, თუმცა რუსეთის მავნე ქმედებებს პასუხს გასცემს. ჯო ბაიდენი ჟენევაში ბრიუსელიდან ჩავა, სადაც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის საკითხსაც განიხილავენ. საქართველო ნატოსთვის რომ საიმედო პარტნიორია, ამას ცოტა ხნის წინ თბილისში მყოფი ამერიკელი სენატორებიც ადასტურებენ.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
