უარი მანდატებზე - სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
პარლამენტში მყოფი დეპუტატი ისევ იმას დავობს-რატომ არ შეუწყვიტეს მანდატი. ზურა ჯაფარიძისგან განსხვავებით, სარჩელის არალოგიკურობა თამარ კორძაიამ დაინახა და მასზე უარი თქვა. საკონსტიტუციოში დავას განაგრძობს ელენე ხოშტარია. მანდატებზე უარი გასულ წელს 51 ოპოზიციონერმა თქვა, პარლამენტმა არც ერთს არ შეუწყვიტა უფლებამოსილება. რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ უმეტესობას ეს გადაწყვეტილება გამოადგა. საკანონმდებლო ორგანოში ფაქტობრივად ყველა მათგანი შევიდა.
