ამნისტიის კანონპროექტი
„ქართული ოცნება“ ოპოზიციას ამნისტიის მხარდაჭერისა და უთანხმოების დასრულებისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდის ოპონენტები სადავო ერთ მუხლს ვერ შეელივნენ და პარლამენტმა „ოცნების“ მიერ მომზადებული ვერსია, მათი ხმების გარეშე, ორი მოსმენით უკვე მიიღო. ამნისტია შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია, ის „ქართული ოცნების“ ინიციატივა არ ყოფილა, ამით ოპოზიცია იყო დაინტერესებული, განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ამნისტიასთან ერთად მიშელის დოკუმენტზეც უარს ამბობს. შეიცვლება თუ არა ეს პოზიცია - სავარაუდოდ, ნიკა მელიას ამერიკულ-ევროპული ტურნეს შემდეგ გაირკვევა
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
