არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას საქმიანობის ვადა კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივდება
კომისიის თავმჯდომარემ ამ დროისთვის ჩატარებული სამუშაო შეაჯამა და თქვა, რომ ბიულეტენების გადათვლის შედეგად არ გამოვლენილა ისეთი ხარვეზი, რომელიც არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენდა. ოპოზიცია, რომელიც საზოგადოებას არჩევნების გაყალბებას უმტკიცებდა, არც კომისიის მუშაობაში მონაწილეობს და არც სესიაზე საკითხის განხილვას ესწრებოდა.
