ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი „სოლიდარობის ფონდი“ 7 წლისაა
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი „სოლიდარობის ფონდი“ 7 წლისაა. პროექტის მიზანი ონკო-დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარება და მათი მკურნალობისთვის საჭირო თანხების შეგროვებაა. ამ ხნის განმავლობაში, ფონდი 800-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარა. მიმდინარე წელს ფონდის აქტივობებს, ტელეკომპანია „იმედიც“ შეუერთდა.
