ქუთაისის განახლებული აეროპორტი
საქართველოს მთავრობის მეთაური იმერეთს ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შექმნილ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდა, სადაც პირველ კურსდამთავრებულებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა დღესვე ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიც დაათვალიერა და ახალი ტერმინალი გახსნა. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ესტუმრა.
სიუჟეტის ავტორი: ხათუნა მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
