ნატო ივნისის სამიტისთვის ემზადება
პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა დოკუმენტზე- რომლის მთავარი გზავნილიც- ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ალიანსის წევრობის მნიშვნელობაა. გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 14 ივნისის სამიტს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ახალი თავის დაწყების უნიკალურ შესაძლებლობად განიხილავს. საქართველოს აქვს ამბიცია, საჭიროება და ჰყავს მხარდამჭერები- როგორც ევროპაში, ისე შტატების სახით. რამდენიმე დღის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რიკერმა თბილისში დაადასტურა, რომ ამ სამიტზე ვაშინგტონის პოზიცია მკაფიო იქნება.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
