ნატოს სამიტამდე ერთი კვირით ადრე პარლამენტმა „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის“ შესახებ ერთობლივი განცხადება წარადგინა
დოკუმენტს ხელი პირველმა პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და შესამჩნევია პროგრესი ნატოსთან სრული თავსებადობის მისაღწევად. ნათქვამია ისიც, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ინტერესი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას.
