სახალხო დამცველის აპარატის შენობასთან მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერად ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს
. აქციის მონაწილეები ნინო ლომჯარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ, მას ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა ამ პროცესში არასწორია. აქციის მონაწილეები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ და მეუფე სპირიდონს მხარდაჭერას უცხადებენ.
