აქცია "ენკას" ოფისთან
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ენკას ოფისთან მოვიდნენ. 100-მდე აქტივისტმა სოფელ გუმათიდან მანქანებით მსვლელობა საყვირების ფონზე მოაწყო . მათ კომპანიის ოფისის ჭიშკარზე წებოვანი ლენტი გააკრეს და წითლად შეღებეს. ორგანიზატორების თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია , რომლითაც კომპანიას და მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ , რომ შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები, ჰესი არ აშენდეს და ხეობა პოლიციამ დატოვოს.
