6-დან 8 ივლისის ჩათვლით, თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს
ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები იქნებიან. კონცერტები სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართება. კონცერტებზე დასასწრებად სტუმრებს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბოლო 24 საათში გაკეთებული ტესტის პასუხი მოეთხოვებათ.
