აღიარება და მონანიება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაიჯერა
23 მაისს მინსკის აეროპორტში დაკავებულ ოპოზიციონერ ჟურნალისტთან ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუ ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა. რომან პროტასევიჩი ახლა უკვე ლუკაშენკოს ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პოლიტიკით აღარ დაინტერესდება. ჟურნალისტის ეგრეთ წოდებული აღიარების არც მის მშობლებს სჯერათ. ევროკავშირში კი მიაჩნიათ, რომ ის აწამეს
