ეპიდვითარება საქართველოში
ზრდასრული მოსახლეობის 60-ი პროცენტის ვაქცინაციისთვის საქართველო უახლოეს მომავალში, ჯამში ,სამ მილიონ ნახევარ დოზაზე მეტ ვაქცინას მიიღებს. ჯანდაცვის უწყებამ მოზარდების იმუნიზაციაზე მუშაობაც დაიწყო. პარალელურად, დიდი რაოდენობით ვაქცინების ადმინისტრირებისთვის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების პროგრამაში ჩართვაც განიხილება. რაც შეეხება ეპიდ ვითარებას, სპეციალისტები ბოლო ერთი კვირის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი იკლებს.
