მოახერხებენ თუ არა უმრავლესობა და უმცირესობა ამნისტიის კანონპროექტის ირგვლივ გაერთიანებას
თუ ოპოზიცია მმართველი გუნდის ვერსიას არ დაუჭერს მხარს, „ქართული ოცნება“ ამას მიშელის დოკუმენტის დარღვევად განიხილავს. კონსენსუსის რესურსს ორივე მხარე ხედავს, თუმცა პარლამენტში ამ დრომდე ორი დოკუმენტი დევს. ოპოზიციის კანონპროექტზე მსჯელობის თარიღი ორშაბათამდე განისაზღვრება. „ქართული ოცნების“ ვერსიას კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სწორედ ახლა განიხილავს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
