ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი „ქრონიკაში“ გასული მასალის შემდეგ მოვლენათა ეპიცენტრშია
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის სააგენტო, შსს, ჯანდაცვის სამინისტრო, პარლამენტი, საპატრიარქო, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ბავშვთა უფლებების დამცველები, საქმეში ყველა შესაბამისი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყება ჩაერთო. ბავშვების ნაწილი, მათ შორის ისინიც, ვინც ჩვენ გვესაუბრა, პანსიონიდან უკვე გაყვანილია, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო პანსიონში სალიცენზიო პირობებს ამოწმებს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
