ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ვიზიტი ქართული ოცნების თავმჯდომარესთან შეხვედრით დასრულდა. ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებს მმართველი გუნდის დეპუტატებთან ერთად შეხვდა. საუბარი ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებს შეეხო. მანამდე კი, ევროპელი პოლიტიკოსები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
