ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებაზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებაზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის განცხადებიდან როგორც მთთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული.საპატრიარქსო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, საზოგადოების შეკითხვებს პასუხები გაეცეს და თავიდან იქნეს აცილებული უოპველგვარი სპეკულაცია.
