თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების ელექტრონული რეგისტრაცია 11 ივნისს დაიწყება
რეგისტრაცია 2 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, რომელიც 7 კატეგორიას მოიცავს. მეორე, საყოველთაო რეგისტრაცია კი, 18 ივნისს დაიწყება.
