შეხვედრები პარლამენტში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადებამდე, უკვე მეორე დღეა თბილისში შეხვედრებს მართავენ. მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს უკვე შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარესთან. ვიზიტი კი, უმრავლესობის ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრით დასრულდება.
