ამერიკელი სენატორების ვიზიტი
ამერიკელი სენატორები ამ წუთებში მესამე სექტორს ხვდებიან. შეხვედრები დაგეგმილია დეპუტატებთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. დღის ბოლოს, მედიისთვის გაკეთდება განცხადება. დღეს დილით კი სენატორები ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ, ამერიკელ სენატორებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შეხვდა, რომელთან ერთადაც ისინი სოფელ ზემო ნიქოზში იმყოფებოდნენ. სენატორებმა ინფორმაცია უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ბორდერიზაციასა და სასაზღვრო ნიშნებზე მიიღეს. ამერიკის ახალი მთავრობის ადმინისტრაციის პირობებში, კონგრესის დელეგაციის, პირველი ვიზიტია საქართველოში.
სიუჟეტის ავტორი: ლევან კვატაშიძე-2-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
