უკრაინის პრემიერის ვიზიტი - ერთობლივი ბრიფინგი და მთავარი გზავნილები
უკრაინის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. დენის შმიგალი საპატრიარქოშიც იმყოფებოდა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. მანამდე აუდიენცია გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, იყო გაფართოებული ფორმატის შეხვედრაც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. დენის შმიგალიმ კი ერთობლივ ბრიფინგზე თქვა რომ საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლა მხოლოდ დროის საკითხია.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
