პრემიერის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში
საქართველო როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღები - ეს თურქეთის პრეზიდენტის შეფასებაა, რომელიც მან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ის თუ როგორ აღიქვამს ანკარა თბილისთან პარტნიორობას, ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის მაღალი დონის ცერემონიამაც აჩვენა. ვიდრე ოფიციალური განცხადებები გაკეთდებოდა, მანამდე იყო ცხენოსანი ჟანდარმების ესკორტი და 21-ი ზალპი საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად - სწორედ ასე მიაცილეს ირაკლი ღაირბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის სასახლემდე. უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ყველა მიმართულებით და ტრადიციული მხარდაჭერა ჩრდილო ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე - ასეთია გზავნილები ანკარიდან
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
