კორონავირუსის ორი ახალი შტამი ქვეყანაში
ეკატერინე ტიკარაძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა. ჯანდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაშია და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ეგრეთ წოდებული სამხრეთ აფრიკული შტამი გამოვლინდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს. აღნიშნული შტამი ადვილად ვრცელდება და ინფექცია ინფიცირებულებში, შედარებით მძიმედ მიმდინარეობს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
