ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს „ერისიონმა“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირებისა და მოქმედი ჯარისკაცების შვილებს უმასპინძლა
ბავშვებისთვის კონცერტი გაიმართა. სამხედროების შვილებს საშუალება ჰქონდათ ენახათ და მოესმინათ „ერისიონის“ გამორჩეული საცეკვაო და სასიმღერო ნომრები. ღონისძიება ანსამბლსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
