ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - პრემიერის გადაწყვეტილება
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მისალოცი განცხადება პრემიერ მინისტრმა გამოაქვეყნა და ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ გაიზრდება. არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარამდე. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 ათასზე ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები
