"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება
ევროპარლამენტარები ნაციონალურ მოძრაობას ახლა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ. დადებითად შეფასდა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება. მარინა კალიურანდი წერს, რომ შემდეგი ნაბიჯი მათი მხრიდან, აპრილის შეთანხმების ხელმოწერა უნდა გახდეს. „ეს ნიშნავს რეალურ პასუხისმგებლობასა და ქართველი ხალხის ინტერესების მსახურებას“.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები