3 თვეში რადიკალურად შეცვლილი პოზიცია და უპასუხო კითხვები
ყოფილმა პრემიერმა გადადგომიდან მოკლე დროში, ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა დაიწყო. „ქართული ოცნება“ გახარიასგან განმარტებებს უფრო ელის, ვიდრე პოლიტიკურ ასპარეზზე სერიოზულ ოპონენტს. ექსპრემიერის მოულოდნელი ცვლილება ოპოზიციურ ფლანგზეც ბევრ ეჭვს აჩენს. პრესა უკვე განიხილავს ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის კეზერაშვილთან სავარაუდო კავშირებს და კიდევ ერთი დეტალი - ყოფილი პრემიერი სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ქართულ ტელესივრცეში იმედს განსაკუთრებულად აკრტიკებს და იმ არხს , რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის - გახარიას აქტივობას აშუქებდა, აქვს სურვილი იმავე განწყობით და იმავე შემართებით განაგრძოს ოპოზიციონერ გახარიას პოლტიკური აქვტივობის ჩვენებაც.
