რა უნდა გავითვალისწინოთ და რა უნდა ვიცოდეთ ინდური შტამის შესახებ
მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონა ვირუსის ინდური შტამი გამოვლინდა, გაჩნდა კითხვა - რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ როგორც ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები განმარტავენ, ინდური შტამი, ისევე, როგორც ბრიტანული, არაა პრინციპულად ახალი მოვლენა, რომელმაც, შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს კოვიდპანდემიის დინამიკა. ინდური შტამის სიმპტომებიც და თავდაცვის საშუალებებიც იგივეა, რაც კოვიდ 19 ახასიათებს. საქართველოში გამოვლენილ ახალ შტამს უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან მისი გადაცემა, იმავე ბრიტანულ შტამზე უფრო იოლად ხდება. ასევე, მას ახასიათებს ახალგაზრდებისა და ბავშვების უფრო ადვილად ინფიცირება. სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ კორონავირუსის ინდური შტამისგან ყველა ვაქცინა გვიცავს და აცრილი ადამიანის ინფიცირების რისკიც ნაკლებია.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
