ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს. ოფიციალურ მისალოც წერილში, მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას.
