2011 წლის 26 მაისი
ერთ-ერთი სისხლიანი დღე და შავი ლაქა საქართველოს უახლეს ისტორიაში - 2011 წლის 26 მაისი. ათი წლის წინ, სააკაშვილის რეჟიმმა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია. აპატიმრებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. რაც უფრო მეტი იქნებოდა დაპატიმრებული - მით დიდ პრემიას ჰპირდებოდნენ სპეცრაზმელებს სააკაშვილის ძალოვნები და ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს. მომიტინგეებს სადამსჯელო რაზმებმა ყველა გასასვლელი ჩაუკეტეს. საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციისას, დაკავებულთა და დაზარალებულთა შორის ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დარბევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
