გენერალ კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამების საკათედრო ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ. გიორგი კვინიტაძე იბრძოდა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გიორგი კვინიტაძე იყო საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის ეროვნული ჯარების ჩამოყალიბების პროცესში და იყო საქართველოს სამხედრო სკოლის შექმნის ინიციატორი.
