პირველი ივნისიდან, კვების ობიექტები მომხმარებლებს დახურულ სივრცეში შაბათ-კვირასაც მიიღებენ
თუ კოვიდ-ვითარება საშუალებას მოგვცემს, რეგულაციები კიდევ უფრო შემსუბუქდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დავიცავთ ელემენტარულ ნორმებს და როგორ წარიმართება იმუნიზაციის პროცესი. ეს დღეს საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ ითქვა. დღესვე გადაწყდა, რომ პირველი ივნისიდან, კვების ობიექტები მომხმარებლებს დახურულ სივრცეში შაბათ-კვირასაც მიიღებენ. პირველი ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებსაც ხსნის. რაც შეეხება პირბადის მოხმარებას, გარე სივრცეებში მისი მოხსნა შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა მოსახლეობის სულ მცირე 20 პროცენტი სრულად აიცრება.
