პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დღეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს
პროექტში ყველა ის ცვლილებაა შესული, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი, ეუთოსა და ვენეციის კომისიის დასკვნა ითვალისწინებდა. შესწორებები ისეთ საკითხებს ეხბა, როგორიცაა ცესკოს დაკომპლექტება, თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა, ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა. დოკუმენტი უკვე გაგზავნილია ვენეციის კომისიაში რომლის რეკომენდაციებიც ივნისის დასაწყისში იქნება ცნობილი.
