დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება
თუ მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მოსამართლე წევრებს ვერ აირჩევს, საბჭოს მუშაობა პარალიზებული იქნება. ამის შესახებ მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ქრონიკასთან ისაუბრა. მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი უნდა დაამტკიცონ. აშშ და ევროკავშირის ელჩები და ოპოზიციის ნაწილი კონფერენციის გადადებას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ. საკანონმდებლო ორგანო სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას კონსტიტუციის, კანონმდებლობის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპისა და პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე იმოქმედებს.- ასეთია პირველი კანონმდებლის პოზიცია.
