უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლა ბელარუსზე
ევროკავშირი და შეერთებული შტატები ბელარუსის ხელმძღვანელობას ახალი მკაცრი სანქციებით ემუქრებიან. ევროკავშირის ქვეყნები ავიამიმოსვლას წყვეტენ, ბელარუსის თავზე არც ერთი ავიაკომპანია აღარ იფრენს. საერთაშორისო სკანდალის მიზეზი, ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავების მიზნით, მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის მოტყუებით დასმა გახდა.
