აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
თხილის კულტურის დასაცავად დასავლეთ საქართველოში კომპლექსური სამუშაო ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მეთხილე ფერმერებს მოუწოდებს, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პარალელურად, აგროსამუშაოები თხილის სხვა დაავადებების და მავნებლების საწინააღმდეგოდ დროულად და ვადების დაცვით ჩაატარონ
