პარლამენტის მოქმედი წევრი, მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მარიამ ქვრივიშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრია. ის პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ მუშაობდა.პარლამენტის წევრობამდე 2019-2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.
