ისრაელსა და პალესტინურ სამხედრო დაჯგუფება ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე რამდენიმე საათია მოქმედებს
თუმცა ვითარება დაიძაბა იერუსალიმში, სადაც პალესტინელები კვლავ სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. სანამ ისრაელის პოლიცია ამბოხებულთა დარბევას ცდილობს, ღაზის სექტორში დაბრუნება დაიწყო კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილებულმა მოსახლეობამ. ისრაელში მცხოვრები ქართველები კი, 11 დღიანი დაპირისპირების შემდეგ, დღეს მშვიდად გადაადგილდებიან და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან.
