საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიაშია
კომისიის რეკომენდაციები ივნისის დასაწყისისთვის იქნება ცნობილი, რის შემდეგაც დოკუმენტი სამივე მოსმენით დამტკიცდება. კანონმდებლებმა პროექტის საკომიტეტო განხილვა უკვე დაიწყეს. თემას ევროკავშირის ელჩიც ეხმიანება. კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმაზე პარტიების ერთობლივი მუშაობა პოზიტიურ მოლოდინს ქმნის. საკითხებზე, რომელთაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტი ითვალისწინებს, პოლიტიკური მხარეები შეთანხმდნენ. საბოლოო ვერსიაზე კი პოლიტიკოსები საკომიტეტო მოსმენებსა და პლენარულ სხდომებზე შეჯერდებიან. ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებასთან ახლა ქვეყანა ძალიან ახლოს არის. სანამ ქუჩაში დარჩენილი დესტრუქციული ძალები კიევში მყოფი ლიდერის მიერ დაწერილ სცენარს მიჰყვებოდნენ, ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილიც პრინციპულ საკითხებზე შეჯერდნენ. პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია ისევ ვითარების არევას ცდილობს, საარჩევნო რეფორმის უკვე შეთანხმებულ პროექტს იწუნებს და საკუთარის შემუშავებას გეგმავს
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
