მუზეუმებს ექსპონატები გადაეცათ
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას, 2010 წელს მათი საცავებიდან გატანილი ექსპონატები დაუბრუნა. საუბარია 12 ფერწერულ ტილოზე. ექსპონატები დღეს სამინისტროს შენობაში გამოიფინა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას საჯაროდ გადაეცა. გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების ოქმი.
