დღეიდან ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან ამოქმედდება და დილის 5:00 საათამდე გასტანს
ასევე, კვების ობიექტებს შესაძლებლობა აქვთ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ. შეზღუდვების შემსუბუქების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში ტურიზმის სექტორის გააქტიურება დასახელდა. გადაწყვეტილებები საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესწავლის საფუძველზე მიიღო. თუმცა ითქვა ისიც, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება.
