ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციას გადის
სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დღის წესრიგი. ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს ექსპრეზიდენტმა უკრაინაში, საკუთარ აგარაკზე უმასპინძლა. სავარაუდოდ, განხილვის მთავარი თემა სწორედ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იყო. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ქრონიკასთან მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს მეგობრული შეხვდრა იყო. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კიევში, მიხეილ სააკაშვილთან დირექტივების მისაღებად ჩავიდნენ.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
