დმანისში, სადაც მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო, დღის ბოლოს კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა
რამდენიმე ადამიანი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებს ახლა გზა პოლიციის კუთვნილი ავტობუსით აქვთ გადაკეტილი. ვითარება დმანისში დღეს დილით დაიძაბა, როდესაც ერთი ჯგუფი გუშინ მომხდარ ინციდენტს აპროტესტებდა. გუშინ დაპირისპირება ადგილობრივებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა სწორედ ეს დაპირისპირება გაგრძელდა დღეს დილიდან. ადგილზე შეკრებილები ერთმანეთს ქვებით, ხელკეტებითა და სხვადასხვა მძიმე საგნით გაუსწორდნენ. ინციდენტის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. პოლიციის წარმომადგენლებმა აგრესიულად განწყობილი ადამიანები შემთხვევის ადგილს რამდენჯერმე განარიდეს, თუმცა ისინი პოლციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
