დამოუკიდებლობის 73-ე წლისთავს ისრაელი საომარ ვითარებაში ხვდება
ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. რადიკალების მხრიდან ინტენსიური სარაკეტო იერიშების საპასუხოდ, ისრაელი ღაზის სექტორში რადიკალთა ობიექტებს ბომბავს. სამხედრო ოპერაციაში ავიაციის გარდა უკვე მონაწილეობენ არტილერია და ტანკები . საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს კვლავ ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
