უგულავას სარჩელი
გიგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ- სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელის ერთ-ერთი ავტორი შალვა შავგულიძეა. იურისტი, რომელიც სტრასბურგში მეექვსე მუხლის დარღვევას გირგვლიანის საქმეზე დავობდა, ახლა იმავეს უგულავას მიმართ ითხოვს. შავგულიძემ საქმის კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბრა, არც ის დააკონკრეტა, რა მტკიცებულებების საფუძველზე ითხოვს უგულავას მიმართ ევროკონვენციის მუხლების დარღვევის დადგენას. უმრალესობაში კი განმარტავენ, რომ გიგი უგულავას სარჩელი, ისევე, როგორც მელიას და სააკაშვილის სარჩელები, პოლიტიკური აქტია და მოსარჩელეებს წარსულს, ასევე, სტრასბურგის გადაწყვეტილებებს მათი რეჟიმის პირობებში ჩადენილ დანაშაულებზე კიდევ ერთხელ ახსენებენ.
