უარი მიშელის დოკუმენტს
თავისივე დღის წესრიგში დაკარგული ნაციონალური მოძრაობა. 15 მაისის აქცია, რომელიც სააკაშვილის პარტიამ ორი თვის წინ დაანონსა, ისე გააუქმა, რომ ხალხს, რომლის სახელითაც მანიპულირებდა, არაფერი უთხრა, არც სოფელ-სოფელ გაუმართავთ დაანონსებული შეხვედრები. მეტიც, ახლა პარტიაში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. ერთ დროს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია შესაძლოა პოლიტიკური რადარებიდან საკუთარი ნაბიჯების წყალობით საერთოდ გაქრეს. ნაციონალურ მოძრაობაში ლიდერთა ნაწილი ფიქრობს, რომ მიშელის დოკუმენტს გუნდმა ხელი უნდა მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს, მეორე ნაწილი კი ქუჩას და რადიკალიზმს არ თმობს.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
