არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომა
ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციამ მისთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავა. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები პარლამენტში შევიდნენ. უკვე შეიქმნა პირველი ოპოზიციური ფრაქციაც. „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“, რომელსაც სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე შუერთდნენ. პარლამენტის დღის წესრიგი შედგენილია. დეპუტატებმა ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი უნდა განიხილონ, ერთი მმართველი გუნდის, მეორე კი ოპოზიციის მიერ შემუშავებული. უკვე გაიმართა 2020-ი წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომაც, თუმცა ოპოზიციის გარეშე.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
