გიგი უგულავას სარჩელი სტრასბურგში
სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელის ერთ-ერთ ავტორს, შალვა შავგულიძეს დეტალებზე საუბარი არ სურს. არ ამბობს არც იმას, რა მტკიცებულებების საფუძველზე ითხოვს უგულავას მიმართ ევროკონვენციის მუხლების დარღვევის დადგენას. იურისტი, რომელიც სტრასბურგში მეექვსე მუხლის დარღვევას გირგვლიანის საქმეზე დავობდა, ამჟამად იგივეს უგულავას მიმართ ითხოვს.
