ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი ინიცირებულია
ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია. საკომიტეტო განხილვები კი მომავალი კვირიდან დაიწყება. მიუხედავად იმისა რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია საერთო დოკუმენტზე, ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, დეპუტატთა ერთ ნაწილს, მათ შორის უმრავლესობაში პოზიციების დაახლოების იმედი აქვს. პარლამენტში კი ამ წუთებში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო.
