ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია
ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. პალესტინელმა რადიკალებმა ისრაელზე სარაკეტო იერიშები განაახლეს, ისრაელმა კი ღაზის სექტორში რადიკალთა ათობით ობიექტი დაბომბა. საჰაერო იერიშებს ბოლო 48 საათის განმავლობაში ათობით ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, ისრაელის ქალაქებში მასობრივი არეულობები გრძელდება. ებრაელებსა და არაბებს შორის დაპირისპირების აღკვეთას პოლიცია ძალის გამოყენებით ცდილობს. საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
